კოვიდგადატანილებისთვის უვადო მწვანე სტატუსის მინიჭება სასამართლოში გასაჩივრდა

ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის კოვიდგადატანილებისთვის უვადო მწვანე სტატუსის მინიჭება სასამართლოში გაასაჩივრა. ორგანიზაციის ადვოკატებმა სარჩელი 29 ნოემბერს შეიტანეს.

ისინი ითხოვენ, რომ სასამართლომ დაავალდებულოს მთავრობა, წარმოადგინონ სამეცნიერო არგუმენტაცია მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

საქართველოში კოვიდგადატანილებს მწვანე სტატუსი უვადოდ ენიჭებათ, რასაც სპეციალისტები გაუმართლებლად მიიჩნევენ. პირველი დეკემბრიდან საქართველოში „მწვანე პასპორტები“ ამოქმედდება.

ამავე თემაზე:

ივანე ჩხაიძე: წარმოუდგენელია უვადო „მწვანე სტატუსზე” საუბარი, კორონავირუსი არ არის წითელა, გადაიტანო და მთელი ცხოვრება თავისუფალი იყო

ბიძინა კულუმბეგოვი: უვადო კოვიდპასპორტის პრეცედენტი ვერცერთ ქვეყანაში ვნახე

ჯანდაცვის მინისტრი უვადო "მწვანე პასპორტებზე": საქართველო ყველაფერში განსაკუთრებულია