აშშ-ში, მიჩიგანის სკოლაში სროლა იყო, დაიღუპა 3 მოსწავლე

"აშშ-ში, მიჩიგანის სკოლაში ერთ-ერთმა მოსწავლემ ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც დაიღუპა 3 და დაიჭრა 8 ადამიანი", - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დაღუპულები 16, 17 და 14 წლის მოსწავლეები არიან. დაჭრილებიდან ერთ-ერთი კი პედაგოგია.

15 წლის მოსწავლე, რომელმაც ცეცხლი გახსნა, სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, რა იყო სროლის მოტივი.