ჯანმო: ხანდაზმულმა და არავაქცინირებულმა ადამიანებმა მოგზაურობა უნდა გადადონ

"პირებს, რომლებიც თავს კარგად არ გრძნობენ, მათ შორის 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები უნდა მივცეთ რეკომენდაცია, რომ გადადონ მგზავრობა იმ ადგილებში, სადაც საზოგადოებაში ახალი ვირუსის „ომიკრონის“ გავრცელება ხდება", - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმო ავრცელებს.

„პირებს, რომლებიც თავს კარგად არ გრძნობენ, არ არიან სრულად ვაქცინირებული, ან კორონავირუსი არ გადაუტანიათ და დაავადების მძიმე ფორმის განვითარებისა და სიკვდილის რისკის ქვეშ არიან, მათ შორის 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები ან თანმხლები დაავადებების მქონე პირები (მაგ. გულის დაავადება, კიბო და დიაბეტი) უნდა მივცეთ რეკომენდაცია, რომ გადადონ მგზავრობა იმ ადგილებში, სადაც საზოგადოებაში ვირუსის გავრცელება ხდება“, - ნათქვამია ჯანმოს განცხადებაში.