ივანე ჩხაიძე: კოვიდგადატანილებისთვის უვადო „მწვანე პასპორტის“ იდეა უნდა გადაიხედოს და ვადა 6 თვემდე შემცირდეს

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფს ექნება რეკომენდაცია, კოვიდგად გატანილებისთვის უვადო „მწვანე პასპორტის“ იდეა გადაიხედოს და ვადა 6 თვემდე შემცირდეს.

როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, საქართველოს 6-თვიანი პერიოდი სჭირდება.

"იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნულ ჯგუფს ექნება რეკომენდაცია, რომ გადაიხედოს კორონავირუსის გადატანის შემდგომ უვადო „მწვანე პასპორტის“ იდეა და ეს იყოს შემცირებული 6 თვემდე. ვთვლით, რომ 6-თვიანი პერიოდია ის, რაც ახლა სჭირდება საქართველოს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

საქართველოში დღეიდან „მწვანე პასპორტები“ ამოქმედდა.

ამავე თემაზე:

კოვიდგადატანილებისთვის უვადო მწვანე სტატუსის მინიჭება სასამართლოში გასაჩივრდა

ჯანდაცვის მინისტრი უვადო "მწვანე პასპორტებზე": საქართველო ყველაფერში განსაკუთრებულია