კელი დეგნანი: რთული გასაგებია, რატომ იყო საჭირო მოსამართლეთა დანიშვნების დაჩქარება. ეს ძალიან დიდ იმედგაცრუებას იწვევს

„საქართველოს მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია იმ მოსამართლეების კვალიფიკაციის შესახებ, რომლებიც ახლა უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნენ“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა შეაფასა.

„როგორც ჩვენი განცხადებიდან ნახეთ, ძალიან იმედგაცრუებული ვიყავით, რომ პარლამენტმა ეს პროცესი გააგრძელა. რთული გასაგებია, რატომ იყო საჭირო ამ დანიშვნების დაჩქარება, როდესაც ჯერ არ განხორციელებულა სრული და ყოვლისმომცველი მართლმსაჯულების რეფორმა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყნის წინაშე არსებული მრავალი სხვა გამოწვევა, რომელსაც ნაკლები ყურადრება ექცევა.

რატომ გახდა ეს საკითხი პრიორიტეტული, ეს დამაბნეველია და ძალიან იმედგამაცრუებელია. 4 მოსამართლე დაინიშნა არაგამჭვირვალე პროცესის გზით. საქართველოს მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია იმ მოსამართლეების კვალიფიკაციის შესახებ, რომლებიც ახლა უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნენ.

სასამართლო რეფორმის მიზანი, რომელზეც მათ შორის საქართველოს პოლიტიკური ლიდერები შეთანხმდნენ, გულისხმობდა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას, რათა საქართველოს მოქალაქეები დარწმუნებული იყვნენ, რომ სასამართლოებში მოსამართლეები არიან კვალიფიცირებული, ეთიკურები, მიუკერძოებლები. იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება მალე და გატარდება ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმა, რომლის განხორციელებაზეც შეთანხმდნენ პოლიტიკური ლიდერები“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ამავე თემაზე:

პარალმენტმა უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე აირჩია

აშშ იმედგაცრუებულია, რომ საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს განაგრძობს

კელი დეგნანი მოსამართლეების დანიშვნაზე: მიუკერძოებელი სასამართლო ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია