საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რომელიც სტოქჰოლმში ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მცირეხნიანი საუბრის შესახებ იუწყება. მინისტრის თქმით, მან ენტონი ბლინკენს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მქონდა შესაძლებლობა, მინისტერიალის ფარგლებში გავსაუბრებოდი ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვით აშშ - საქართელოს სტრატეგიულ პარტნიორობას და მე მას მადლობა გადავუხადე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის, როგორც NATO-ს, ასევე ეუთოს ფარგლებში და სხვა საერთაშორისო ფორმატებში. გამოვთქვით მზაობა, აქტიურად ვიმუშაოთ სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის.
ამავე თემაზე