კარლ ჰარცელი: ევროკავშირი და საქართველო მჭიდრო პარტნიორები არიან. აქ ვართ, რათა დავიცვათ სუვერენიტეტი და უსაფრთხოება

„ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საშუალებით და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პირდაპირი ჩართულობით, რათა დავრწმუნდეთ, რომ კონფლიქტის დარეგულირება სწორი გზით მიმდინარეობს“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ელჩს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებაზე ჰკითხეს. ჰარცელმა აღნიშნა, რომ ამ განცხადებას არ იცნობს, თუმცა შეუძლია თქვას, რომ ევროკავშირი და საქართველო ძალიან მჭიდრო პარტნიორები არიან.

„საქართველოში ვმუშაობთ, როგორც ძალიან მჭიდრო პარტნიორები. ჩვენ ვართ აქ, რათა დავიცვათ სუვერენიტეტი, საზღვრებისადმი და უსაფრთხოებისამდი პატივისცემა საქართველოში. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საშუალებით და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პირდაპირი ჩართულობით, რათა დავრწმუნდეთ, რომ კონფლიქტის დარეგულირება სწორი გზით მიმდინარეობს.

როგორც იცით, ვაპირებთ მეტი რესურსის გამოყოფას იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, გავაძლიეროთ სამედიცინო და საინჟინრო შესაძლებლობები, რაც მნიშვნელოვანია საქართველოში მედეგობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად, იმ როლის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აქვს, როგორც ევროკავშირის პარტნიორს საერთაშორისო მისიებში.

რაც შეეხება უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებაზე არჩევანს, მიგვაჩნია, რომ ეს თავად ქვეყნების არჩევანია და თითოეულმა ქვეყანამ პატივი უნდა სცეს მას“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.

ამავე თემაზე:

ევროკავშირი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის €50 მილიონს გამოუყოფს

სერგეი ლავროვი: ისინი, ვინც NATO-ს ბუქარესტის სამიტის თეზისებს იმეორებენ, ცეცხლს ეთამაშებიან