კარლ ჰარცელი: 2%-იან ბარიერს ფართო კონსენსუსის შედეგად მხარი დაუჭირა 126-მა დეპუტატმა, ეს იყო უნიკალური შემთხვევა, მნიშვნელოვანია, ეს იმპულსი არ დაიკარგოს

ევროკავშირის ელჩ, კარლ ჰარცელის შეფასებით, შესაძლებელია იმაზე დისკუსია, თუ რა არის საუკეთესო საარჩევნო ბარიერი ქართული დემოკრატიისთვის და სად უნდა გადიოდეს საუკეთესო ზღვარი პლურალიზმის ხელშესაწყობად. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩემი შეხედულება ძალიან ნათელია. შესაძლოა, იყოს განხილვები იმასთან დაკავშირებით, რა არის ქართული დემოკრატიისთვის სრულყოფილი საარჩევნო ბარიერი, სად უნდა გადიოდეს საუკეთესო ზღვარი პლურალიზმის ხელშესაწყობად, მაგრამ აქ საკვანძო საკითხია, რომ ჩვენ ამაზე გასული წლის შემოდგომაზე გვქონდა დისკუსიები, რასაც მოჰყვა გაზაფხულზე მედიაციისა და ფასილიტაციის ძალისხმევა, ამის კულმინაცია კი 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება იყო.

მას შემდეგ ჩვენ ვიხილეთ, რომ ამ შეთანხმების ნაწილი გარდაიქმნა საკონსტიტუციო ცვლილებად, რაც დაამტკიცეს კენჭისყრით. როგორც მახსოვს, 2%-იან ბარიერს მხარი 126-მა დეპუტატმა დაუჭირა დაახლოებით 3 თვის წინ. ეს იყო უნიკალური შემთხვევა, როდესაც ვიხილეთ ასეთი ფართო კონსენსუსი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, არ დაიკარგოს ეს იმპულსი და შენარჩუნდეს ეს მნიშვნელოვანი კონსენსუსი“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ირაკლი კობახიძე: თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს მივიღებთ, პროპორციული სისტემა და 5%-იანი ბარიერი 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს

დეგნანი: ზოგიერთს ალბათ არ ესმის, რომ დემოკრატია აზრთა მრავალფეროვნებას მოითხოვს. მხოლოდ ერთი პარტიის დომინირება უმრავლესობის ტირანიის რისკს ქმნის