თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და მისმა რუსმა კოლეგამ, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

​მედიის ცნობით, პრეზიდენტებმა ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონული მნიშვნელობის საკითხები განიხილეს.

ამასთან, მედია იტყობინება, რომ პრეზიდენტებმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განვითარებული მოვლენები, ასევე ლიბისათან, სირიასთან და უკრაინასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.