მსოფლიოში COVID19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 265 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან COVID19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 265 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, ვირუსს დღემდე მსოფლიოში 5.25 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ყველაზე მეტი - 49.8 მილიონი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა, მეორე ადგილზეა ინდოეთი 34.6 მილიონზე მეტი შემთხვევით.