თურქეთის პრეზიდენტმა ფინანსთა მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა, რადგან ის ერდოღანის არატრადიციულ ეკონომიკურ შეხედულებებს არ იზიარებდა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ფინანსთა სამინისტროში მიმდინარე ცვლილებების ფონზე, ლირა რეკორდულად გაუფასურებას, ინფლაციის მაჩვენებელი კი მკვეთრად ზრდას განაგრძობს.

ამჟამად ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 13.73 თურქულ ლირას შეადგენს, ქვეყანაში ინფლაციის დონე კი 20%-იან ნიშნულს აღწევს. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დოლარის კურსი 7.98 ლირას შეადგენდა.

მიუხედავად ინფლაციის მაღალი მაჩვენებლისა, ერდოღანი ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდის წინააღმდეგია.

Reuters-ის ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრის, ლუთფი ელვანის თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი მისი ერდოღანთან უთანხმოება იყო, ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის მსგავსად, ევანიც ინფლაციის გასაკონტროლებლად საპროცენტო განაკვეთის ზრდას უჭერდა მხარს.

ამასთან, ნოემბერში ერდოღანმა პირობა დადო, რომ მიუხედავად მაღალი ინფლაციის დონისა, ის ყველანაირად შეეცდებოდა ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთის შემცირებას. სწორედ ამ მიზნით მან ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ნურედინ ნებათი დაინიშნა, რომელიც ერდოღანის მოსაზრებებს იზიარებს.