ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა

ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBCავრცელებს.

ინდონეზიის კუნძულ იავაზე ვულკანი სემერუ ამოიფრქვა. მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება ვულკანთან ახლოს მდებარე რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაციას გეგმავს.

ამ ეტაპზე, მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

გარდა ამისა, ადგილობრივმა სააგენტოებმა ავიაკომპანიები გააფრთხილეს, რომ ვულკანიდან ამოფრქვეულმა ფერფლის ღრუბელმა შესაძლოა, 15 ათას მეტრს მიაღწიოს.