ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ დაიწყო გამოძიება პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს დეზინფორმაციულ კომენტართან დაკავშირებით, რომელიც ამტკიცებდა, რომ კოვიდვაქცინამ შეიძლება გაზარდოს შიდსით დაინფიცირების შანსი.
ბოლსონარუმ ვაქცინაციის ეფექტურობა ეჭვქვეშ არაერთხელ დააყენა.
Facebook-ის პირდაპირ ეთერში, ბოლსონარუმ ბრიტანეთის ხელისუფლების არარსებულ „ოფიციალურ ანგარიშებზე“ დაყრდნობით თქვა, რომ სრულად აცრილებში შიდსი უფრო სწრაფად ვრცელდება.
ამის შემდეგ Facebook-მა ეს ვიდეო წაშალა, YouTube-ზე პრეზიდენტის არხი კი ერთი კვირით დაიბლოკა.
ცნობისთვის, ეპიდვითარების გაუარესებაში პრეზიდენტ ბოლსონარუს არაერთხელ დასდეს ბრალი როგორც ოპოზიციონერებმა, ასევე ვაქცინაციის მოლოდინში მყოფმა მოსახლეობამ.
სენატში გამართული მოსმენებისას გაირკვა, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა Pfizer-ისგან ელექტრონულ ფოსტაზე მისულ ასზე მეტ წერილს არ უპასუხეს. სენატში საგამოძიებო მოსმენებზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა, Pfizer-ის წარმომადგენელმა გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრაზილიის მთავრობა ვაქცინის შესყიდვას თვეების განმავლობაში ბლოკავდა და კომპანიის თხოვნას უპასუხოდ ტოვებდა.
ამავე თემაზე:
ბრაზილიის პრეზიდენტს Covid-19-ის პანდემიასთან გამკლავებისას ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალს წარუდგენენ