ინგლისში საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლის წესები კვლავ გამკაცრდა

ინგლისში საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლის წესები კვლავ გამკაცრდა. კერძოდ: არსებულ რეგულაციებს 7 დეკემბრის 04:00 საათიდან (ლონდონის დროით) დაემატა ინგლისში გამომგზავრებამდე 48 საათით ადრე PCR ტესტის, ან სწრაფი ტესტის (Lateral Flow Test) გაკეთება. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ამასთან, სრულად ვაქცინირებული პირების შემთხვევაში კვლავ სავალდებულოა: ინგლისში ჩამოსვლამდე PCR ტესტის დაჯავშნა და ფორმა ლოკატორის (Locator Form) შევსება; ინგლისში ჩამოსვლის შემდეგ არაუგვიანეს მე-2 დღის ბოლომდე, PCR ტესტის გაკეთება და უარყოფითი პასუხის მიღებამდე თვითიზოლაცია.

ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ჩამოსვლის დღე ითვლება 0 დღედ; არავაქცინირებული (ერთი ვაქცინის დოზა) პირებისთვის იგივე წესები მოქმედებს.