იტალიაში დღეიდან, COVID19-ის შეჩერების მიზნით, შეზღუდვები მკაცრდება.

იტალიაში დღეიდან, COVID19-ის გავრცელების შეჩერების მიზნით, შეზღუდვები მკაცრდება.

კერძოდ, დახურული ტიპის კვების ობიექტებში, კლუბებსა და კინოთეატრებში მხოლოდ იმ ადამიანებს ექნებათ შესვლის უფლება, რომლებიც სრულად ვაქცინირებულები ან ვირუსისგან გამოჯანმრთელებულები არიან.

ამასთან, მოქალაქეებს, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას გეგმავენ, მოუწევთ წარადგინონ „მწვანე პასპორტები“ იმის დასადასტურებლად, რომ ვაქცინირებულები ან გამოჯანმრთელებულები არიან, ან კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი აქვთ.

გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემებით, იტალიაში მოსახლეობის 74.8 % სრულადაა ვაქცინირებული.