ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

ნდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. Reuters-ის ინფორმაციით, ვულკანი „სემერუ“ მოქმედებას აგრძელებს და 6 დეკემბრის დილას კიდევ ორჯერ ამოიფრქვა.

იავას პროვინციაში ძლიერი წვიმისა და ქარის გამო სამძებრო-სამაშველო ოპერაცია შეფერხდა. ვულკანის ამოფრქვევის შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანია დაშავებული, რომელთა უმეტესობას დამწვრობა აღენიშნება.

მოსახლეობამ სახლებში დაბრუნება დაიწყო, ინდონეზიის ხელისუფლება კი მათ მოუწოდებს, რომ ვულკანური მთიდან დისტანცია დაიცვან.

ამასთან, ვულკანის ამოფრქვევის დროს ამოსულმა ლავამ სახლები და ხიდები დააზიანა.