მიანმარის სასამართლომ ყოფილ ლიდერს, აუნ სან სუ ჩის ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

მიანმარის სასამართლომ ყოფილ ლიდერს, აუნ სან სუ ჩის ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბუნებრივი კატასტროფების შესახებ კანონის მიხედვით, აუნ სან სუ ჩი დამნაშავედ იქნა ცნობილი განსხვავებული აზრის წაქეზებისა და COVID19-ის წესების დარღვევისთვის.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, მიანმარის ყოფილ ლიდერს სავარაუდოდ ბრალს 11 საქმეზე წაუყენებენ, რის გამოც შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა დაემუქროს.

მიანმარის სამხედრო ხუნტამ თებერვლის შემდეგ 10 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა. სამხედრო მმართველობის წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების დროს 1 303 ადამიანი დაიღუპა.