მამუკა მდინარაძე: იან კელის განცხადებები ამ ბოლო დროს კიდევ უფრო რადიკალური და მწვავე ხდება, ეს ადამიანი ღია ლობიზმს უწევს „ნაცმოძრაობას

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს იან კელის „ნაციონალურ მოძრაობის“ ღია ლობიზმში ადანაშაულებს.

„იან კელის განცხადებები, რატომღაც ამ ბოლო დროს კიდევ უფრო რადიკალური და მწვავე ხდება, ეს ადამიანი ღია ლობიზმს უწევს „ნაცმოძრაობას“. არ მგონია, რომ „ნაცმოძრაობის“ პოზიციის ასეთი აშკარა, უაპელაციო მხარდაჭერა, ამ ქვეყანაში ერთ თუნდაც სუბიექტურად მოაზროვნე ადამიანს დაუტოვებს იმის ფიქრის საშუალებას, რომ ეს ადამიანი ერთ განცხადებას მაინც ობიექტურად აკეთებს“, - განუცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

„შეწყვიტეთ ამერიკის ელჩის კელი დეგნანის რეპუტაციის შელახვა და მისი კვალიფიკაციის ეჭქვეშ დაყენება. ეს არის ბრძოლა, რომელსაც ყოველ ჯერზე წააგებთ", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა იან კელიმ Twitter-ზე 6 დეკემბერს დაწერა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძეს განცხადებას გამოეხმაურა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო ბარიერზე საუბრისას განაცხადა, რომ ის კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტია, კელი დეგნანი კი ექსპერტი არ არის.

ირაკლი კობახიძის განცხადებას, კელი დეგნანიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მასაც აქვს განათლება და გამოცდილება კონსტიტუციურ სამართალში.

ამავე თემაზე:

იან კელი ირაკლი კობახიძეს: შეეშვი კელი დეგნანის კვალიფიკაციის შელახვას