მედიის ცნობით, აშშ აღმოსავლეთ ევროპაში ჯარის გაგზავნას განიხილავს, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება

აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შეერთებული შტატები აღმოსავლეთ ევროპაში ჯარს გაგზავნის, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. ამის შესახებ Guardian-ი იტყობინება.

მედიის ცნობით, ოფიციალური პირები ასევე აღნიშნავენ, რომ ვაშინგტონი დააწესებს ეკონომიკურ ზომებს, მოსკოვის გაფრთხილების მიზნით, ბაიდენისა და პუტინის მოლაპარაკებების წინა დღეს.

„შეერთებული შტატები „დადებითად უპასუხებს“, თუ მისი მოკავშირეები აღმოსავლეთ ევროპაში მოითხოვენ მისი სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებას რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში“, - განაცხადა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა 6 დეკემბერს.

CNN-ი: აშშ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვის წინააღმდეგ სანქციებს განიხილავს

FT: აშშ-ის დაზვერვამ დაარწმუნა მოკავშირეები ევროკავშირსა და NATO-ში, რომ რუსეთი შესაძლოა, უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრას