აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს საფრანგეთში, პორტუგალიაში, იორდანიასა და ტანზანიაში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აშშ-ის მოქალაქეებს საფრანგეთში, პორტუგალიაში, იორდანიასა და ტანზანიაში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს ამჟამად 83 ქვეყანა აქვს შეტანილი სამოგზაუროდ „ძალიან მაღალი რისკის“ ქვეყნებში.

მიმდინარე კვირის დასაწყისიდან აშშ-ში საერთაშორისო საჰაერო გზით ჩასულმა მგზავრებმა ბოლო ერთი დღის განმვლობაში გაკეთებული ნეგატიური კოვიდტესტი უნდა წარადგინონ. აქამდე მოქმედი რეგულაციებით, აშშ-ში საჰაერო გზით ჩასულ ვაქცინირებულ საერთაშორისო მოგზაურს უნდა წარედგინა ბოლო სამი დღის განმავლობაში გაკეთებული ტესტის პასუხი.

ამასთან, 29 ნოემბრიდან აშშ-ში აიკრძალა რვა სამხრეთაფრიკული ქვეყნიდან მოგზაურების ჩასვლა. აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელებას უკავშირდება.