ვაშინგტონში ჩინეთის საელჩო: პეკინის ოლიმპიადის მიმართ აშშ-ის ბოიკოტი პოლიტიკური მანიპულაციაა

ვაშინგტონში ჩინეთის საელჩო აცხადებს, რომ პეკინის ზამთრის ოლიმპიადის მიმართ შეერთებული შტატების ბოიკოტი „პოლიტიკური მანიპულაცია“ და „ყოყოჩური ქმედებაა“.

„არავის აინტერესებს ეს ხალხი მოვა თუ არა და ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის წარმატებით ჩატარებაზე,“- აღნიშნა საელჩოს პრესსპიკერმა.

მისი თქმით, ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის მიწვევა არ გაუგზავნიათ და "ასე რომ ეს დიპლომატიური ბოიკოტი უბრალოდ არსაიდან მოდის".

შეგახსენებთ, შეერთებული შტატების ხელისუფლების განცხადებით, ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, აშშ პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებს და ოლიმპიადაზე მთავრობის წარმომადგენლებს არ გააგზავნის.