კენიაში პოლიციის ოფიცერმა 6 ადამიანი მოკლა

კენიაში პოლიციის ოფიცერმა 6 ადამიანი მოკლა, მათ შორის საკუთარი ცოლი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის თქმით, პოლიციის ოფიცერმა, ბენსონ იმბასიმ ავტომატური იარაღის გამოყენებით ჯერ საკუთარი ცოლი მოკლა, შემდეგ ქუჩაში გავიდა და შვიდ ადამიანს ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

ამ ეტაპზე, ადგილობრივი პოლიცია მომხდარზე გამოძიებას აწარმოებს.