აშშ-სა და რუსეთის ლიდერები მოლაპარაკებებს მართავენ

აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ორი საათის წინ დაიწყო.

BBC წერს, რომ შეხვედრის დასაწყისის ამსახველი ვიდეოდან ჩანს აშშ-სა და რუსეთის ლიდერების მეგობრული მისალმებები.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება და შეხვედრისთვის ფიქსირებული დრო არ არსებობს

მედიის ცნობით. მოსალოდნელია, რომ ბაიდენი პუტინთან მოლაპარაკების შემდეგ, ოთხ ევროპელ ლიდერს კვლავ გაესაუბრება.

ასევე წაიკითხეთ:

ვლადიმერ პუტინთან ვიდეოშეხვედრამდე, ჯო ბაიდენი საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა

ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი 7 დეკემბერს ვიდეოშეხვედრას გამართავენ

ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.

ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.

თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში.