აშშ-ის სურსათისა და წამლების სააგენტომ Pfizer-ის ვაქცინა დაამტკიცა. მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ ვაქცინაცია უახლოეს 24 საათში დაიწყება.
Twitter-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მან Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად დაასახელა.
„ნამდვილად კარგი სიახლე მაქვს: დღეს ჩვენმა ქვეყანამ სამედიცინო სასწაული ჩაიდინა. 9 თვეში ჩვენ უსაფრთხო ვაქცინის შექმნა შევძელით“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეერთებულ შტატებში კოვიდინფიცირების 16,295,458 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 302 750. გამოჯანმრთელდა 9,507,419.