დიდი ბრიტანეთის ელჩმა სახალხო დამცველს მხარდაჭერა გამოუცხადა

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას შეხვდა.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ელჩმა თავისი მხარდაჭერა გამოხატა სახალხო დამცველისა და მისი აპარატის მიმართ.

ელჩმა აღნიშნა, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს სახალხო დამცველის შეფასებებს და ენდობა მის განცხადებებს, როგორც ობიექტურ საინფორმაციო წყაროს.

„უნდა აღინიშნოს, რომ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩო არაერთი აქტივობის ფარგლებში ეხმარება სახალხო დამცველის აპარატს. ელჩმა დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი მხარდაჭერა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.

ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, მხარეებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრები პირების უფლებებზე და მათის დაცვის უზრუნველსაყოფად სახალხო დამცველის და საერთაშორისო თანამეგობრობის, კერძოდ, კი დიდი ბრიტანეთის როლზე იმსჯელეს“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის Facebook გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.

სახალხო დამცველი საერთაშორისო საზოგადოებას „ქართული ოცნების“ ლიდერის „მუქარის შემცველ განცხადებებზე“ რეაგირებას სთხოვს

დუნია მიატოვიჩი: საქართველოს პარლამენტის წევრების საჯარო თავდასხმა სახალხო დამცველის წინააღმდეგ მიუღებელია

კელი დეგნანი: სახალხო დამცველის ინსტიტუტი კრიტიკის ნაცვლად ქებას იმსახურებს