გერმანიის კანცლერი: თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამას შედეგები მოჰყვება

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამას შედეგები მოჰყვება.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა. ყველას ესმის, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამას შედეგები მოჰყვება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საზღვრები ხელუხლებელი დარჩეს“, - განაცხადა გერმანიის ახალმა კანცლერმა.

მისი თქმით, მსოფლიო ლიდერებმა კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად ყველა საშუალება უნდა გამოიყენონ. სააგენტო Reuters-მა აშშ-ის კონგრესზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას განახორციელებს, გერმანია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენს დახურავს.

ცნობისთვის, გერმანელებმა 26 სექტემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად ახალი კანცლერი ოლაფ შოლცი აირჩიეს, რომელიც ამ პოსტზე სოციალ–დემოკრატების კანდიდატია.