აშშ-ის სურსათის და წამლის ადმინისტრაციამ AstraZeneca-ს კოვიდსაწინააღმდეგო წამალს Evusheld-ს ავტორიზაცია მიანიჭა

აშშ-ის სურსათის და წამლის ადმინისტრაციამ AstraZeneca-ს კოვიდსაწინააღმდეგო წამალს Evusheld-ს ავტორიზაცია მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ამასთან, „ევუშელდი“ შეიძლება, გამოყენებული იყოს პროფილაქტიკის საშუალებად 12 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში, რომლებსაც იმუნური პრობლემები აქვთ და შესაძლოა, ვერ იღებდნენ ადეკვატურ იმუნურ პასუხს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინისგან.

ამასთან, თერაპია მოიცავს პროფილაქტიკური ინექციების მიღებას ექვს თვეში ერთხელ. კლინიკური კვლევის მიხედვით, წამალი დაახლოებით 83 პროცენტით ეფექტურია სიმპტომატური დაავადების თავიდან ასაცილებლად ასეთი ინტერვალის დროს.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ ბაჰრეინმა AstraZeneca-ს კოვიდსაწინააღმდეგო წამალი Evusheld-ი გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა.

ამასთან, ბაჰრეინი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ამ წამლის ავტორიზაცია მოახდინა და მას მხოლოდ იმუნოდეფიციტისა და გადაცემის რისკის ქვეშ მყოფები გამოიყენებენ.

Evusheld-ი მონოკლონური ანტისხეულის (ტიქსაგვიმაბი და ცილგავიმაბი) კომბინაციაა, რომელიც შემუშავებულია AstraZeneca AB-ის მიერ მოზრდილებში COVID-19-ის პროფილაქტიკისთვის.