ემანუელ მაკრონი პეკინის ზამთრის ოლიმპიადის დიპლომატიურ ბოიკოტს ეწინააღმდეგება

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პეკინის ზამთრის ოლიმპიადის დიპლომატიურ ბოიკოტს ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ ოლიმპიური მოძრაობის პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს.

ემანუელ მაკრონის თქმით, ბოიკოტი, პირველ რიგში, ოლიმპიურ თამაშებზე სპორტსმენების არყოფნასთან ასოცირდება.

„ვფიქრობ, ამ თემის პოლიტიზირება არ ღირს. არ ღირს მცირე და სიმბოლური ზომების მიღება,

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან მუშაობას ვუჭერ მხარს. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ჩინეთში თავისი სამუშაოს განხორციელებაში უნდა დავეხმაროთ, რათა ყველა სპორტსმენი დაცული იყოს და ოლიმპიური მოძრაობის წესებს პატივს სცემდნენ მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი აშშ-მა, ავსტრალიამ, კანადამ და დიდმა ბრიტანეთმა გამოუცხადეს.

ცნობისთვის, ზამთრის 24-ე ოლიმპიური თამაშები პეკინში 4-დან 20 იანვრის ჩათვლით გაიმართება, 4-დან 13 მარტის ჩათვლის კი ჩინეთი პარაოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს.