აზერბაიჯანის ტყვეობიდან გამოხსნილ ხუთ სომეხ სამხედროს ბრალი წაუყენეს

4 დეკემბერს სომხეთში დაბრუნებული 10 ჯარისკაციდან ხუთს ბრალი წაუყენეს სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით - სამხედრო მოვალეობის ან სამხედრო სამსახურის წესების დარღვევა, რამაც მძიმე შედეგები გამოიწვია. ამის შესახებ სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანმა ვარდან ტადევოსიანმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს განუცხადა.

უწყებამ ტყვეობიდან დაბრუნებული ხუთი სამხედრო მოსამსახურის დაკავების შუამდგომლობები უკვე წარადგინა.

აზერბაიჯანის ტყვეობიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებულმა ნარეკ იერიმიანის ადვოკატმა კარმენ პოღოსიანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა საგამოძიებო კომიტეტის მოთხოვნა მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავების შესახებ.

ამასთან, წინასწარი ინფორმაციით, დღეს გადაწყვეტილება კიდევ ორი ბრალდებულის მიმართ გამოცხადდება.