აშშ-ში ტორნადოს შედეგად, სავარაუდოდ, 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

"აშშ-ის კენტუკის შტატში, ტორნადოს შედეგად, სავარაუდოდ, 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა", - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ამასთან, სტიქიის გამო კენტუკიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ასევე, ამინდის ეროვნულმა სამსახურმა გამოსცა ტორნადოსთან დაკავშირებული გაფრთხილება გასცა არკანზასის, ტენესის, მისურისა და ილინოისის შტატებისთვის.

არკანზასის შტატში ტორნადოს შედეგად მოხუცთა თავშესაფარი ნაწილობრივ ჩამოინგრა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა.