ბულგარეთში ახალი მთავრობის დამტკიცებას 13 დეკემბერს ელიან

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კირილ პეტკოვმა, რომლის ახალმა პარტიამ გასული თვის არჩევნებში გაიმარჯვა, იმედოვნებს, რომ ორშაბათს დაიკავებს თანამდებობას, როგორც ოთხპარტიული კოალიციის ხელმძღვანელი. საერთაშორისო მედია წერს, რომ ეს დაასრულებს ხანგრძლივ პოლიტიკურ ჩიხს ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანაში.

„იმედი მაქვს, ორშაბათს, ეს მთავრობა რეალობად იქცევა და ასე დარჩება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში”, - განაცხადა კირილ პეტკოვმა მინისტრობის კანდიდატების წარდგენისას, რომელთა შორის ბევრი ახალგაზრდა პროფესიონალია საზღვარგარეთიდან ან ბიზნესწრეებიდან.

ასევე წაიკითხეთ: Reuters-ი: ბულგარეთში, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა, ცენტრისტულმა პარტიამ გაიმარჯვა

რუმენ რადევი ბულგარეთის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

ბულგარეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა. ახალი მთავრობა 13 დეკემბერს, რიგგარეშე სესიაზე უნდა დაამტკიცონ.

კირილ პეტკოვმა პირობა დადო, რომ მომავალი მთავრობა კორუფციას „ნულოვან ტოლერანტობას“ გამოუცხადებს.