რუმენ რადევი ბულგარეთის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რუმენ რადევმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. საარჩევნო კომისიის თანახმად, რადევს ხმა მისცა ამომრჩეველთა 68&-მა ხოლო მის მეტოქეს, სოფიის უნივერსიტეტის რექტორს ანასტას გერჯიკოვს - 32%-მა.

როგორც სოციოლოგიურმა ინსტიტუტმა, Gallup International-მა განაცხადა, რადევს ხმა მისცეს "სოციალისტური პარტიის", ასევე პარტიის, „არის ასეთი ხალხი“ და კოალიციის, „ვაგრძელებთ გარდაქმნებს“, მიმდევრებმა.

ამავე მონაცემებით, გერჯიკოვს მხარი დაუჭირეს პარტიამ „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“ და მოძრაობამ „სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის".

უცხოური მედია წერს, რომ არჩევნები სამთავრობო სტრუქტურებში კორუფციის გამო, საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე ჩატარდა.

მედია: ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსი კანდიდატი იმარჯვებს