ენტონი ფაუჩი მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის მიღებისკენ მოუწოდებს, რადგან, მისი თქმით, როგორც ჩანს, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტს Pfizer-ისა და Moderna-ს ორი საწყისი დოზისგან გამოწვეული დაცვის თავიდან არიდება შეუძლია.

„წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ როდესაც თქვენ იღებთ „ბუსტერს“, ის ზრდის დაცვას საკმარისად მაღალ დონეზე და კარგად მოქმედებს „ომიკრონის“ წინააღმდეგ“, - აღნიშნა ფაუჩიმ.

ცნობისთვის, კომპანიებმა, Pfizer-მა და BioNTech-მა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ მათი ვაქცინის სამი დოზა „ომიკრონ“ ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია.