Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი პოლ გობლი 3+3 ფორმატზე საქართველოს პოზიციას იწონებს. პოლ გობლის შეფასებით, მოსკოვს კავკასიიდან დასავლეთის გარიყვა სურს.
„საქართველო სწორად მოქმედებს, რომ არ ერთვება ამ ფორმატში. მოსკოვს კავკასიიდან დასავლეთის გარიყვა სურს. თუმცა ალბათ, მიზანს ვერ მიაღწევს და საქართველოს პოზიცია რუსეთს ამოცანებს გაურთულებს“, - აღნიშნავს პოლ გობლი.
რაც შეეხება GDPR-ის ახალი პროგრამიდან გადასვლას, პოლ გობლის შეფასებით, ეს დასავლეთთან საქართველოს თანამშრომლობის გაფართოებისა და გაღრმავების ნაწილია, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც ვაშინგტონმა მიანიშნა, რომ NATO-ს წევრობა უახლოეს მომავალში არ არის დაგეგმილი.
„საქართველომ ყურადღება უნდა გაამახვილოს ორმხრივ კავშირებზე აშშ-სთან და სხვებთან, რათა წინ აღუდგეს რუსეთს“, - აღნიშნავს პოლ გობლი.
ამავე თემაზე:
რუსეთის საგარეო უწყება 3+3 პლატფორმაზე: პირველი შეხვედრის შემდეგ, საქართველოსთვის კარი ღია რჩება