ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ NATO-ს სამხედრო ალიანსის წევრები რუსეთს უკრაინაში საქმიანობის გაფართოებით ემუქრებიან

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ NATO-ს სამხედრო ალიანსის წევრები რუსეთს უკრაინაში საქმიანობის გაფართოებით ემუქრებიან. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, NATO-ს გაფართოება ემუქრება რუსეთს და არღვევს გარანტიებს, რომლებიც 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაიცა.

„ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს ყველაფერი ხდება NATO-ს ქვეყნების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე აქტიური სამხედრო „ექსპანსიის“ ფონზე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას“, – აცხადებენ კრემლში.