თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ერევანსა და სტამბულს შორის ჩარტერული ფრენების განახლების შესახებ იუწყება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ ანკარა და ერევანი ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზებისკენ მიმართული ნაბიჯების განსახილველად სპეციალურ წარმომადგენლებს დანიშნავენ და განაახლებენ ჩარტერულ საავიაციო მიმოსვლას სტამბოლსა და ერევანს შორის.

ამასთან, ჩავუშოღლუს განცხადებით, სომხეთთან ურთიერთობის საკითხზე თურქეთის მხარემ კონსულტაციები გამართა აზერბაიჯანთან და შემდგომშიც, სომხეთთან მოლაპარაკებების პროცესში, თავის ნაბიჯებზე რეგულარულად ჩააყენებს საქმის კურსში აზერბაიჯანის ხელისუფლებას.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვაან უნანიანმა განაცხადა, რომ დადებითად აფასებს სომხეთთან ვითარების ნორმალიზების მიზნით სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წინადადებას. თავის მხრივ სომხეთი ყოველთვის მზად არის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ნორმალიზების პროცესის დასაწყებად, - აღნიშნა უნანიანმა და დასძინა, რომ წინაპირობების გარეშე თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზება სომხეთის სამთავრობო პროგრამაშიც არის გაწერილი.