ეკატერინე ტიკარაძე: ვიდრე ახალი მინისტრი იქნება, ქვეყანას ჰყავს ჯანდაცვის მოქმედი მინისტრი - არცერთ პაციენტს რისკი არ შეექმნება

ჯანდაცვის მინისტრმა მისი შემცვლელის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ყველა პროექტი, რომელიც გათვლილი იყო თვის ბოლომდე, შეუეფერხებლად განხორციელდება.

„ნებისმიერ შეთხვევაში, ვიდრე ახალი მინისტრი იქნება, ქვეყანას ჰყავს ჯანდაცვის მოქმედი მინისტრი, რომელიც ისევე ინტენსიურად აგრძელებს მუშაობას, როგორც აქამდე მუშაობდა. არ შეექმნება არცერთ პაციენტს რისკი, ნებისმიერი დაწყებული ნაბიჯი, რომელიც გათვლილი იყო თვის ბოლომდე და რაც უნდა განხორციელებულიყო, შეუეფერხებლად განხორციელდება.

მიმაჩნია, რომ ეს არ არის ის მომენტი, რაზეც საჭიროა აღელვება, უნდა დაველოდოთ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრობიდან გადადგა.

ამავე თემაზე:

ეკატერინე ტიკარაძე პრემიერთან დაპირისპირებას უარყოფს