WhatsApp-ს ახალი ფუნქცია დაემატა

„ახლა თქვენ შეგიძლიათ წინასწარ გადახედოთ თქვენს ხმოვან შეტყობინებებს, ვიდრე გააგზავნით“, - ასე წარადგინა WhatsApp-მა ახალი ფუნქცია.

ტექსტის, აუდიოს, ვიდეოს და ფოტო ფაილების გაგზავნის გარდა, პოპულარული აპლიკაციის მომხმარებლებს ხმოვანი შეტყობინების გაგზავნამდე მისი მოსმენა შეეძლებათ.

WhatsApp-ი 2009 წელს, აშშ-ში შეიქმნა. 2014 წლის 19 თებერვალს პროგრამა 19 მილიარდ დოლარად Facebook-მა შეიძინა.