გერმანიისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ამ თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველად ესაუბრა უკრაინის თემაზე თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს. ამის შესახებ სამშაბათს განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ბერბოკმა საუბარს „მოსაზრებათა პატიოსანი და გულახდილი გაცვლა“ უწოდა. მისი სიტყვებით, მან აუწყა ლავროვს გერმანიის პოზიცია იმის შესახებ, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ უნდა დაირღვეს, რომ საჭიროა წინსვლა ნორმანდიის ფორმატის მოლაპარაკებებში.

მინისტრებმა ასევე იმსჯელეს რუსეთის ახალგაზრდობისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესაძლებლობასა და წყალბადის ტექნოლოგიებში თანამშრომლობაზე.

როგორც მინსტრებს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ცნობაშია ნათქვამი, რუსეთში სურს, რომ გერმანიამ, როგორც ნორმანდიის ფორმატის მონაწილე ქვეყანამ, გავლენა იქონიოს კიევზე.