ანდრიუს კუბილიუსი: მზად ვართ, დავთანხმდეთ კრემლის მუქარებს და შანტაჟს? ახლა ვლადიმერ პუტინი უკრაინის მომავლით დასავლეთს აშანტაჟებს

მზად ვართ, დავთანხმდეთ კრემლის მუქარებს და შანტაჟს, საქართველოს და უკრაინის მომავალთან დაკავშირებით? მზად ვართ, გადავდგათ ახალი დიდი ნაბიჯები პუტინის დამშვიდების სტრატეგიაში? - ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, "პუტინის დამშვიდების პოლიტიკას" მხოლოდ ახალი მუქარები და შანტაჟი მოყვება.

"პუტინი, რომელმაც დაიწყო ომი საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, ახლა ითხოვს, რომ ამ ქვეყნებმა არ უნდა იზრუნონ უსაფრთხოებაზე და დასავლეთმა ისინი უნდა მიატოვოს. აქაა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ჩვენთვის და არა უკრაინელებისთვისა და ქართველებისთვის. მზად ვართ, დავთანხმდეთ კრემლის მუქარებს და შანტაჟს, საქართველოს და უკრაინის მომავალთან დაკავშირებით? მზად ვართ, გადავდგათ ახალი დიდი ნაბიჯები პუტინის დამშვიდების სტრატეგიაში? ჩვენ ვიცით, სად მიიყვანა ჰიტლერის დამშვიდების სტრატეგიამ არა მხოლოდ ევროპა, არამედ მთელი მსოფლიო. ჰიტლერის დამშვიდების სტრატეგიაში კულმინაცია იყო, როდესაც ჰიტლერმა დაიწყო შანტაჟი ჩეხეთ-სლოვაკეთის მომავლით და დასავლეთი დანებდა

ახლა პუტინი უკრაინის მომავლით დასავლეთს აშანტაჟებს. მზად ვართ, კიდევ ერთხელ დავნებდეთ? თუ არა, მაშინ ახლა ნამდვილად აღარაა საკმარისი იმის თქმა, რომ NATO და ევროკავშირი არ მოუსმენენ კრემლის მოთხოვნებს", - განაცხადა კუბილიუსმა.