ჰონგ კონგში, მრავალსართულიან სავაჭრო ცენტრში ხანძარია

ჰონგ კონგში, მრავალსართულიან სავაჭრო ცენტრში ხანძარია. ასობით ადამიანი შენობის სახურავზეა და გამოსვლას ვერ ახერხებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრეები და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები.

ამასთან, სავაჭრო ცენტრში მყოფი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია მოხერხდა.

მედიის ცნობით, სულ მცირე ორი ადამიანი ხანძრის დროს დაშავდა. რამდენიმე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.