ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს შეხვდება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან 15 დეკემბერს, ბრიუსელში და უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების კონცენტრაციის გაზრდას განიხილავენ.

როგორც ცნობილია, რომ შეხვედრა ჩატარდება ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის დაწყებამდე.

უკრაინა და მისი დასავლელი მხარდამჭერები რუსეთს ბრალს სდებენ დაძაბულობის ესკალაციაში და უკრაინაზე თავდასხმის მზადებაში. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და საპასუხოდ უკრაინას ადანაშაულებს პროვოკაციების მოწყობაში.