მსოფლიოში COVID19-ს დღემდე 5.34 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან COVID19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 272 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, COVID19-ს დღემდე მსოფლიოში 5.34 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 244 მილიონს აჭარბებს.

ამასთან, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ყველაზე მეტი - 51 მილიონი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა.