საბერძნეთი ქვეყანაში შესვლის წესებს ამკაცრებს

საბერძნეთი, COVID19-ის შეჩერების მიზნით, ქვეყანაში შესვლის წესებს ამკაცრებს. უცხოური მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში შესვლის ნებართვა მხოლოდ იმ მოგზაურებს ექნებათ, რომლებიც ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული „პისიარ“ ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენენ.

ამასთან, აღნიშნული წესი ძალაში 19 დეკემბრიდან შედის.

ცნობისთვის, საბერძნეთში ვირუსს 19 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.