ეკონომიკის მინისტრი: წარმატებასთან ერთად, მიმდინარე წელს ჩავარდნებიც გვქონდა

„წარმატებასთან ერთად, მიმდინარე წელს ჩავარდნებიც გვქონდა“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას და მაგალითად, მოიყვანა „ნამახვანჰესის“ პროექტის ჯერ შეჩერება, ხოლო შემდეგ ინვესტორის მიერ გაკეთებული განცხადება პროექტიდან გასვლის შესახებ.

„მართალია, მთელ მსოფლიოში მსგავს მსხვილ და სტრატეგიულ პროექტებს თან ახლავს ანალოგიური სირთულეები; საქართველო ამ კუთხით გამონაკლისი არ არის.

ამ ფაქტმა დაგვანახა მთელი რიგი სიღრმისეული პრობლემა, ზოგი ახალი, ზოგი ისტორიულად დაგროვილი და სამომავლოდ გადასაჭრელი საკითხები, დაწყებული უფრო დროული კომუნიკაციის დაწყების აუცილებლობით და ჩვენ ვაღიარეთ, რომ ამ კუთხით ჩავარდნა გვქონდა, დასრულებული ზოგადად ენერგოუსაფრთხოებაზე მოსახლეობისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების საჭიროებით. ამაზე მოსახლეობასთან უნდა ვისაუბროთ”, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრი: საქართველო ჯერ კიდევ შედარებით ღარიბი ქვეყანაა