ჯო ბაიდენის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“​ ქვეყანაში უფრო სწრაფად გავრცელდება

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“​ ქვეყანაში უფრო სწრაფად გავრცელდება, რაც აუცრელებს მძიმე შედეგებით ემუქრება.

ჯო ბაიდენმა მოუწოდა მოქალაქეებს, სწრაფად გაიკეთონ ვაქცინის მესამე დოზა, რათა ზამთარში მოსალოდნელი მძიმე შედეგი თავიდან იყოს აცილებული.

„ჩვენ გველოდება მძიმე დაავადების და სიკვდილიანობის ზრდა ზამთარში. თუ აცრილი ხართ და დამატებითი დოზა გაიკეთეთ, მაშინ მძიმე დაავადებისგან და სიკვდილისგან დაცული იქნებით“, – განაცხადა ბაიდენმა

ამჟამად „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების შემთხვევები ამერიკის 36 შტატშია აღრიცხული.