ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი, არვიდას ანუშაუსკასი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზადაა, ლეტალური საბრძოლო იარაღია გადასცეს უკრაინას, რომელიც რუსეთის მზარდი აგრესიის საფრთხის წინაშე იმყოფება.
„უკრაინას ყოველმხრივი დახმარება ესაჭიროება და ლიეტუვა მზად არის ამისათვის, მათ შორის ლეტალური იარაღის გადაცემისთვისაც“, - განაცხადა ანუშაუსკასმა 19 დეკემბერს რუკლეში ყოფნის დროს. ამავე დროს ლიეტუველ მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ როდის და რა სახის საბრძოლო იარაღის გადაცემა აქვს უკრაინისათვის ლიეტუვას განზრახული.
„ახლა მე პირდაპირ არ ვისაუბრებ ამ საკითხზე, რომელიც მრავალმხრივ შეთანხმებას საჭიროებს, ვინაიდან მასში არა მხოლოდ დონორი და შეიარაღების მიმღები, არამედ სხვა, მწარმოებელი და მიმწოდებელი ქვეყნებიც უნდა იყვნენ ჩართულები“, - განუცხადა ანუშაუსკასმა.
ლიეტუვის მზადყოფნაზე, რომ გადასცეს ლეტალური შეიარაღება უკრაინას, ანუშაუსკასმა კვირას, ლიეტუვაში სტუმრად მყოფ გერმანიის თავდაცვის მინისტრ, კრისტინა ლამბრეხტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.