ფილიპინებში ტაიფუნ „რაის“ სულ მცირე 208 ადამიანი ემსხვერპლა. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ძლიერი ქარიშხლის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 195 კილომეტრს აღწევს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სტიქიის გამო, 300 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ამასთან, ზარალის მასშტაბის დადგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება, რადგან რამდენიმე რაიონთან კომუნიკაცია შეწყდა.
ადგილობრივი ხელისუფლება შიშობს, რომ მეწყრული ზონების გააქტიურებამ და წყალდიდობამ შესაძლოა, მსხვერპლის რიცხვი გაზარდოს.