ბელარუსის საგარეო უწყების ცნობით, ლონდონში მდებარე მის საელჩოზე თავდასხმა მოხდა

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 19 დეკემბერს ლონდონში უცნობი პირები თავს დაესხნენ ბელარუსის საელჩოს, დააზიანეს შენობის ფასადი და ფიზიკურად გაუსწორდნენ შემთხვევის ადგილზე მისულ ბელარუს დიპლომატებს.

ბელარუსის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ერთ-ერთ მის თანამშრომელს დაუდგინდა მსუბუქი ტვინის შერყევა, გატეხილი აქვს კბილი და ცხვირი.

ლონდონის პოლიციამ დააკავა თავდამსხმელები, რომლებიც, მინსკის ვერსიით, „რადიკალურად განწყობილ ემიგრანტთა ჯგუფს“ განეკუთვნება.

ინციდენტის გამო ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს დიდი ბრიტანეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული, რომელსაც „გადაჭრით მოსთხოვეს ინციდენტის საფუძვლიანი გამოძიება.“

ოპოზიცია და დასავლეთის ქვეყნები არ ცნობენ არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, რომლის შედეგადაც გამარჯვებულად კვლავ გამოცხადდა ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელიც 26 წლის განმავლობაში იმყოფება ხელისუფლების სათავეში.

რეპრესიების ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს წარმოადგენენ მედია და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები, რასაც მძაფრი კრიტიკა ახლავს დასავლეთის ქვეყნებში, რომლებმაც უკვე დაუწესეს სანქციათა რამდენიმე რაუნდი ლუკაშენკას რეჟიმს.