„გავლენების სფეროების ხანა დასრულდა და რუსეთთან მნიშვნელოვანი დიალოგისთვის მზად ვართ, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლაე ჩიუკასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე უკრაინის საზღვართან რუსული შეირაღებული ძალების თავმოყრის თაობაზე ისაუბრა.
„ახალი წლიდან, რაც შეიძლება მალე ვაპირებ NATO-რუსეთის საბჭოს ახალი სხდომის მოწვევას. რუსეთთან ნებისმიერი დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს ევროპის უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს და NATO-ს შეშფოთებას რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით და ეს უნდა მოხდეს NATO-ს ევროპელ პარტნიორებთან, მათ შორის უკრაინასთან კონსულტაციით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.